ევროპის ჩემპიონები – საუკეთესო ძალოსნების შეჯიბრება ბათუმში

Sputnik

ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში სპორტსმენებს მედლები გადასცეს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში ფინალური შეჯიბრების გამარჯვებულთა სურათები.

შაბათს, 13 აპრილს, კონტინენტის პირველობის დასკვნით დღეს მამაკაცებში მედლები სამ წონით კატეგორიაში გაიცა – 102 კგ-მდე, 109 კგ-მდე და 109 კგ-ზე ზემოთ.

ამ დღეს საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ოთხმა ძალოსანმა წარადგინა: ირაკლი ჩხეიძემ (-102 კგ), ლაშა ტალახაძემ, ირაკლი თურმანიძემ და გიორგი ჩხეიძემ (ყველა +109 კგ).

ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე მეოთხედ გახდა ევროპის ჩემპიონი მას შემდეგ, რაც ბათუმის ტურნირი სამი მსოფლიო რეკორდის დამყარებით მოიგო.

 

1 / 11
ბათუმში 13 აპრილს დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში
2 / 11
ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე მეოთხეჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი
3 / 11
ქართველი ჩემპიონის გამარჯვებას მთელი ქვეყანა ადევნებდა თვალ-ყურს, მათ შორის პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც
4 / 11
"ქართველმა გოლიათმა" ბათუმში გამართული ტურნირი სამი მსოფლიო რეკორდის მოხსნით მოიგო
5 / 11
საქართველოს ნაკრების ძალოსნებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვეს - ერთი ოქრო, ორი ვერცხლი და ორი ბრინჯაო
6 / 11
ვიცე-ჩემპიონის ტიტული კიდევ ერთმა ქართველმა ძალოსანმა - ირაკლი თურმანიძემ მოიპოვა
7 / 11
ლიდერთა სამეულში შევიდა სომხეთის წარმომადგენელი რუბენ ალეკსანიანი
8 / 11
ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი დაამყარა ორ დისციპლინაში
9 / 11
ატაცში "ქართველმა გოლიათმა" 218 კგ აწია, აკვრაში კი 260 კგ
10 / 11
ორჭიდის ჯამში „ქართველმა გოლიათმა“ 478 ქულა დააგროვა და საკუთარი მიღწევა 4 კგ-ით გააუმჯობესა
11 / 11
შემდეგი სერიოზული შეჯიბრი, რომელიც სპორტსმენებს ელით, იქნება მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ტაილანდის ქალაქ პატაიაში 16-25 სექტემბერს გაიმართება