უბედური შემთხვევა ელბაქიძის დაღმართზე – დაღუპულია მამაკაცი

ელბაქიძის დაღმართზე (ამჟამად მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩა) სატვირთოს მძღოლს მანქანა დაუგორდა და თავად მის ქვეშ მოჰყვა.
Sputnik

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. თბილისში, ელბაქიძის დაღმართზე უბედური შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შემთხვევა დღეს, შუადღეს მოხდა. სატვირთოს მძღოლს მანქანა დაუგორდა და თავად ის მის ქვეშ მოჰყვა. მძღოლი ადგილზე დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი სატრანსპორტო საშუალების ქვეშ იყო და მის შეკეთებას ცდილობდა, რა დროსაც მანქანა დაგორდა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.