სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტი თბილისში - დაკავებულია ორი პირი

პოლიციამ ბრალდებულები ადგილზევე დააკავა.
Sputnik

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში 19 და 23 წლის მამაკაცები ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყებს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრალდებულები ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე სწრაფი ჩარიცხვის ერთ-ერთი აპარატიდან თანხის მოპარვას ცდილობდნენ, რა დროსაც პოლიციამ ისინი ადგილზევე დააკავა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 19-177-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის მცდელობას გულისხმობს და ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას.