თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. ოზურგეთის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
ხანძარი სოფელ შემოქმედში გუშინ საღამოს გაჩნდა. ვითარებას განსაკუთრებით რთული რელიეფი ართულებდა. ადგილზე სახანძრო ტექნიკასთან ერთად მუშაობდა 70 მეხანძრე - მაშველი.
დამწვარია ეკალ-ბარდი და ტყის ქვედა საფარი - 30 ჰექტარი ფართობი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.