ქართველმა ძალოსანმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი აიღო

ევროპის ჩემპიონატზე 96 კგ-მდე წონით კატეგორიაში პირველი, მეორე და მესამე ადგილები ბელარუსმა, რუსმა და ქართველმა ძალოსნებმა დაიკავეს
Sputnik

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. საქართველოს სახელით მოასპარეზე ძალოსანი ანტონ პლესნოი ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ორჭიდის ჯამში 96 კგ-მდე წონით კატეგორიაში პლესნოიმ 377 კგ დააგროვა (173 კგ ატაცში და 204 კგ აკვრაში). აღსანიშნავია, რომ პლესნოი ატაცში მცირე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ქართველმა ძალოსანმა ბათუმში ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ამ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი გახდა ბელარუსი ევგენი ტიხონცოვი, რომელმაც აჩვენა შედეგი 400 კგ (178 + 222). ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა რუსი ძალოსანი ეგორ კლიმონოვი (378 კგ, 168 + 210).

კონტინენტური პირველობის დასკვნით დღეს, შაბათს, მამაკაცები გაათამაშებენ მედლებს სამ წონით კატეგორიაში - 102 კგ-მდე, 109 კგ-მდე და +109 კგ. საქართველოს წარმოადგენს სამი ძალოსანი - ირაკლი ჩხეიძე (-102 კგ) და ლაშა ტალახაძე, ირაკლი თურმანიძე, გიორგი ჩხეიძე (ყველანი +109 კგ).

წონით კატეგორიაში +109 კგ ტურნირის უპირობო ფავორიტია ლაშა ტალახაძე. „ქართველი გოლიათი“ მსოფლიოს და ევროპის მოქმედი სამგზის ჩემპიონია, ასევე მსოფლიო რეკორდების მფლობელია. ბათუმში წარმატების შემთხვევაში, ტალახაძე ევროპის ჩემპიონი მეოთხედ გახდება.