საქართველოს მოქალაქეებმა შეამოწმეს თავის ცოდნა პროექტში „ტოტალური კარნახი“

ტექსტი „ტოტალური კარნახის“ ფარგლებში ქართველმა მომღერალმა ირმა სოხაძემ წაიკითხა
Sputnik

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. მსოფლიო საგანმანათლებლო აქციამ „ტოტალური კარნახი“ თბილისში,  „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრესცენტრში 50-ზე მეტი მონაწილე შეკრიბა.

აქციის მონაწილეებს ტექსტი, რომლის ავტორია პაველ ბასინსკი, ქართველმა მომღერალმა და პოეტმა ირმა სოხაძემ წაუკითხა.

საქართველოს მოქალაქეებმა შეამოწმეს თავის ცოდნა პროექტში „ტოტალური კარნახი“

„ტოტალური კარნახის“ კოორდინატორმა საქართველოში ელენა გალაშევსკაიამ აღნიშნა, რომ კარნახი დაწერა 41-მა, ხოლო TRUD – 15-მა ადამიანმა, რომელთათვის რუსული ენა უცხოურია.

„ვფიქრობ, რომ კარნახი კარგად ჩატარდა, რადგან ადამიანები წავიდნენ კმაყოფილები, გაღიმებულები“, - განაცხადა გალაშევსკაია.

საქართველოს მოქალაქეებმა შეამოწმეს თავის ცოდნა პროექტში „ტოტალური კარნახი“

მან ასევე აღნიშნა, რომ სოხაძე დასმულ ამოცანას კარგად გაუმკლავდა.

„მიმაჩნია, რომ ირმას კარგად გამოუვიდა, რადგან ტექსტის კარგად წაკითხვა ყველას არ შეუძლია. ფილოლოგებისა და მოქმედი პედაგოგების ამოცანაა - ტექსტის სწორი კარნახი, პაუზების გაკეთება იქ, სადაც საჭიროა და ა.შ.“, - დასასრულს განაცხადა გალაშევსკაიამ.

„ტოტალური კარნახი" – მსოფლიო პროექტია, რომელიც აერთიანებს ყველას, ვინც იცის ან ვისაც სურს რუსულად საუბარი და წერა იცოდეს.

საქართველოს მოქალაქეებმა შეამოწმეს თავის ცოდნა პროექტში „ტოტალური კარნახი“

წელს საგანმანათლებლო აქცია უკვე მე-15-ედ ჩატარდა და თავისი ცოდნის შემოწმების მსურველები 80 ქვეყანაში შეკრიბა, მათ შორის პირველად არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, პერუსა და მიანმარში. მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე კარნახი 772 დასახლებულ პუნქტში დაწერეს.

წელს „ტოტალური კარნახის" დედაქალაქი ტალინი გახდა.