საქართველოს პრეზიდენტი ევროპული ტურნესთვის ემზადება

სალომე ზურაბიშვილი 7 მაისს პოლონეთში გაემგზავრება.
Sputnik

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მაისში პოლონეთს, ლატვიასა და ესტონეთს ეწვევა, იუწყება პირველი არხი პრეზიდენტის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

ვიზიტი პოლონეთში შედგება 7-8 მაისს, ლატვიაში – 14-15 მაისს, ხოლო ესტონეთში – 15-16 მაისს. ტურნეს დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2018 წლის 16 დეკემბრიდან არის, მას შემდეგ ის ეწვია აზერბაიჯანს, სომხეთს, ლიტვასა და საფრანგეთს.