მსოფლიო დღეს

„ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირის ბრალდებით თურქეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ამ ეტაპზე არ ადასტურებს საქართველოს მოქალაქის დაკავების ფაქტს.
Sputnik

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. თურქეთში 10 უცხოელი, მათ შორის, საქართველოს მოქალაქე ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირის ბრალდებით დააკავეს, იუწყება თურქული გამოცემა Daily Sabah.

გავრცელებული ინფორმაციით, დანარჩენი დაკავებულები სირიის მოქალაქეები არიან.

კონტრტერორისტული სპეცოპერაცია იზმირის პროვინციაში ერთდროულად რამდენიმე ადგილზე გუშინ, 10 აპრილს ჩატარდა. სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად არალიცენზირებული იარაღი, ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკა, ნაღდი ფული და დოკუმენტები ამოიღეს.

საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ამ ეტაპზე არ ადასტურებს საქართველოს მოქალაქის დაკავების ფაქტს.