სამართალდამცველებმა 30 გრამამდე ჰეროინი ამოიღეს

დაკავებულს უვადო პატიმრობა ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქვემო ქართლში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 30 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ნარკოტიკებს ინტერნეტის საშუალებით ასაღებდნენ

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 30 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და ითვალისწინებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.