რატომ გამოცხადდა ევაკუაცია თბილისის №29 საბავშვო ბაღში

საბავშვო ბაღის ხელმძღვანელობამ ევაკუაციის შესახებ გადაწყვეტილება უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღო.
Sputnik

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე №29 საბავშვო ბაღში ევაკუაცია განხორციელდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

თბილისის მეტროში ევაკუაცია იყო გამოცხადებული

ტელეკომპანიის ინფორმაციით, საბავშვო ბაღში აღმზრდელობითი პროცესის შეწყვეტისა და ევაკუაციის გამოცხადების მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა.

საბავშვო ბაღის ხელმძღვანელობამ ევაკუაციის შესახებ გადაწყვეტილება უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული საფრთხე არ არსებობდა, ბავშვები შენობიდან მაინც გაიყვანეს.

ინციდენტის შესახებ ყველა მშობელს ეცნობა, არც ერთი ბავშვი არ დაშავებულა.