კლდის ფერდობებზე მომდინარე წყლის ზვირთები საოცარი სანახაობაა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ჩანჩქერების სურათები.
1 / 12
ნიაგარას ჩანჩქერი - ჩანჩქერების კასკადი ამერიკისა და კანადის საზღვარზე. ჩანჩქერს შეგვიძლია პლანეტის ქერქის ყველაზე ეფექტური ბუნებრივი ნაპრალი ვუწოდოთ. მდინარე ნიაგარა, რომელიც ერის და ონტარიოს ტბებს უერთდება, 50 მეტრის სიმაღლიდან იღვრება კილომეტრზე მეტ სიგანეზე
2 / 12
ანხელი - მსოფლიოს უმაღლესი ჩანჩქერი, მისი სიმაღლე 979 მეტრია. შედარებისთვის, ანხელი სამჯერ მაღალია ეიფელის კოშკთან შედარებით და 20-ჯერ აღემატება ნიაგარის ჩანჩქერს
© AFP 2024 / FEDERICO PARRA
3 / 12
ვიქტორიას ჩანჩქერი საოცარი ბუნებრივი ფენომენია, რომელსაც მდინარე ზამბეზი წარმოგქმნის ზამბიისა და ზიმბბავეს საზღვარზე. ჩანჩქერი ძალიან განიერია - დაახლოებით 1,8 კმ. წყლის ვარდნის სიმაღლე 80 მეტრიდან იწყება და 108 მეტრამდე აღწევს
4 / 12
იგუასუ 275 ჩანჩქერისგან შედგება, მისი ჯამური სიგანე 3 კილომეტრს აჭარბებს, სიმაღლე კი 82 მეტრს აღწევს. წყლის ვარდნის ხმა 20-25 კილომეტრის მანძილზე ისმის. იგუასუ ბრაზილიისა და არგენტინის საზღვარზე მდებარეობს, მას ორი მდინარე წარმოქმნის - იგუასუ და პარანა
5 / 12
ისლანდია ცნობილი ულამაზესი ჩანჩქერებით, ტბებით, გეიზერებითა და მყინვარებით. ისლანდიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული ჩანჩქერია დეტიფოსი. მისი სიგანე დაახლოებით 100 მეტრია, სიმაღლე კი - 44 მეტრი
6 / 12
ჩანჩქერი კაიეტური - ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ჩანჩქერი, რომელიც დასავლეთ გაიანას ტერიტორიაზე მდებარეობს, ვენესუელის საზღვრის მახლობლად. წყლის დიდი რაოდენობა აქ 226 მეტრის სიმაღლიდან ნისლით დაფარულ უფსკრულში ეშვება
7 / 12
გულფოსი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ჩანჩქერია. ჩანჩქერს უნიკალური ფორმა აქვს, მისი აუზი სამ დონედ და ორ კასკადად არის დაყოფილი. ზედა დონი სიმაღლე 11 მეტრია, ქვედასი - 21. ხეობის სიღრმე 70 მეტრს შეადგენს
8 / 12
ჩანჩქერი საზერლენდი ერთ-ერთი უმაღლესი ჩანჩქერია. მისი სიმაღლე 580 მეტრია., ჩანჩქერი ახალი ზელანდიის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ადგილზე მდებარეობს - ფორდლენდის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, რომელიც იუნესკოს მსოფლიოს მემკვიდრეობის სიაში შედის
9 / 12
იოსემიტის ჩანჩქერი კალიფორნიაში იგივე დასახელების ეროვნულ პარკში მდებარეობს. ეს ჩანჩქერი ჩრდილოეთ ამერიკის ერთ-ერთი უმაღლესი ჩანჩქერია და რიგით მე-20 მსოფლიოში. მისი სიმაღლე 739 მეტრია
10 / 12
პლიტვიცის ტბები - ხორვატიის ეროვნული პარკი. ჩანჩქერების ძირითადი ნაწილი განთავსებულია ზედა ტბებზე - ბატინოვაჩკი, გალოვაჩკი და კოზიაჩკი. ყველაზე ლამაზი და ცნობილი ჩანჩქერია სასტავცი, რომელზეც ორი მდინარის - კორანას და პლიტვიცას წყლები ერთად მოედინება 72 მეტრის სიმაღლიდან
11 / 12
ვერნალის ჩანჩქერი აშშ-ში, იოსემიტის ეროვნულ პარკში მდებარეობს. ეს საოცრება გარშემორტყმულია მთებითა და მთის მდინარეებით. ჩანჩქერი ვერნალი მდინარე მერსედის კალაპოტიდან წარმოიქმნა. მისი სიმაღლე 97 მეტრია
© photo: AFP 2020 / MICHAEL THURSTON
12 / 12
მალტნომას ჩანჩქერი მდინარე კოლუმბიას კანიონში მდებარეობს და ორეგონის შტატის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია ტურისტებში. ის შედის ქვეყნის ხუთი უმაღლესი ჩანჩქერის სიაში, რომლებიც არასდროს იყინებიან. ჩანჩქერი ორ მთავარ კასკადად მოედინება. პირველის სიმაღლე 165 მეტრია, მეორის - 21
© photo: AFP 2020 / NATALIE BEHRING