მაკა ჩიჩუა: ძალიან მინდოდა სოლოლაკში მეყიდა სახლი

ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა საუბრობს სახლზე, სადაც ახლა ცხოვრობს.
Sputnik
მაკა ჩიჩუა: ძალიან მინდოდა სოლოლაკში მეყიდა სახლი

„გარკვეული პერიოდი ვცხოვრობდი ამ სახლში. აქ სიმყუდროვის შეგრძნება მაქვს. ფანჯრიდან შემოდის ძალიან დიდი შუქი და ყოველთვის თბილა. ძალიან მინდოდა სოლოლაკში მეყიდა სახლი. ის, რითიც მე მოვიხიბლე, რის გამოც ვიყიდე ეს სახლი, იყო განათება. შემდეგ ის, რომ იყო ძველი სახლი ძველ უბანში“, – ამბობს მაკა ჩიჩუა.

მისი თქმით, გადაწყვიტა სახლისთვის სიძველის ეფექტი შეენარჩუნებინა. გარკვეული ცვლილებები კი შეიტანა ინტერიერში, თუმცა სიძველე სახლში მაინც იგრძნობა.