ქუთაისში ადამიანის ჩონჩხი იპოვეს

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ
Sputnik

თბილისი,  9 აპრილი — Sputnik. ქუთაისში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე,  სავარაუდოდ, ადამიანის ძვლები იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გავრცელებული ინფორმაციით, ადამიანი დიდი ხნის წინ გარდაცვლილია.

ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.

გამოძიება დაწყებულია სსსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.