SOS: თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაიკარგა, ოჯახი დახმარებას ითხოვს

ოჯახის წევრები ახალგაზრდას თითქმის ერთი კვირაა, პოლიციასთან ერთად უშედეგოდ ეძებენ
Sputnik

თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. თბილისში უკვე მეექვსე დღეა, ახალგაზრდა მამაკაცს, არტურ პეტროსიანს ეძებენ. ის სახლიდან 3 აპრილს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს, იუწყება პირველი არხი.

თბილისში დაკარგული გოგონა საღსალამათი იპოვეს>>

ახალგაზრდის მშობლებმა პოლიციას მისი დაკარგვიდან მეორე დღეს მიმართეს. ოჯახი ვაზისუბანში ცხოვრობს. თუ ვინმემ ნახა არტურ პეტროსიანი, ოჯახის წევრები სთხოვენ, დაუკავშირდნენ ტელეფონის ამ ნომერზე 599 644 688.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ–ის მუხლით „თავისუფლების უკანონო აღკვეთა“, რაც ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღვეთას ითვალისწინებს.