კონტრაბანდა საქართველოში: თბილისსა და ქვემო ქართლში უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 37 ათას ლარს აღემატება.
Sputnik

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თბილისსა და ქვემო ქართლში უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვის ექვსი ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კახეთში 3400 ლარის ღირებულების უაქციზო ალკოჰოლური სასმელი ამოიღეს

საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა ე.წ. ელექტროსიგარეტის IQOS-ისთვის განკუთვნილი HEETS-ის ფირმის 6 732 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი ამოიღეს.

პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 37 ათას ლარს აღემატება.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, რაც მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვას გულისხმობს და ითვალისწინებს ექვსიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.