დიღომში ერთ-ერთ მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქება მოხდა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში სურათები შემთხვევის ადგილიდან.
აფეთქების ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ პოლიციისა და მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები. შემთხვევის ადგილი პოლიციამ შემოსაზღვრა, დაიწყო კორპუსის მაცხოვრებელთა ევაკუაცია. მიმდინარეობს გამოძიება. აფეთქების შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სხვადასხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
კომპანია "ყაზტრანსგაზმა" უკვე გააკეთა განცხადება აფეთქების შესაძლო მიზეზებზე. როგორც კომპანიაში მიიჩნევენ, აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის მოხმარების წესების უხეში დარღვევა გახდა, რის გამოც მოხდა გაჟონვა, შემდეგ კი აფეთქება.