სამი წლის ბავშვმა iPad-ი ნახევარი საუკუნით დაბლოკა

წარმატებული ამერიკელი ჟურნალისტი არასტანდარტულ პრობლემას გადააწყდა და მკითხველები გაამხიარულა
Sputnik

თბილისი, 8 აპრილი - Sputnik. აშშ-ში სამი წლის ბავშვმა iPad-ის პლანშეტი შემთხვევით 48 წლით დაბლოკა. ამ კურიოზზე წერს ამერიკელი ჟურნალისტი ევან ოსნოსი Twitter-ის საკუთარ მიკრობლოგში.

თბილისელმა სტუდენტმა გოგომ ქუჩაში 37 000 იპოვა - რეალური ისტორია არარეალური ფინალით >>

როდესაც ჟურნალისტმა აღმოაჩინა, რომ მისი გაჯეტი არ მუშაობდა, მან დახმარებისთვის თავის ხელმომწერებს მიმართა.

„ეს ჰგავს ფეიკს, მაგრამ, სამწუხაროდ სწორედ ასე გამოიყურება დღეს ჩვენი iPad-ი მას შემდეგ, რაც სამი წლის შვილმა რამდენჯერმე სცადა მისი განბლოკვა. გაქვთ იდეები?“, - დაწერა ოსნოსმა.

მან ასევე ატვირთა ეკრანის ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ მოწყობილობა ხელმისაწვდომი მხოლოდ 25 536 442 წუთში გახდება.

ხელმომწერებმა ჟურნალისტს პრობლემის გადაჭრის რამდენიმე ვარიანტი შესთავაზეს. ზოგიერთმა ურჩია iPad-ი თავის შვილს 50 წლის იუბილეზე აჩუქოს.