რომელი ქვეყნები ლიდერობენ ქართული ღვინის იმპორტის მიხედვით

ყველაზე დიდი რაოდენობით ღვინო გადის რუსეთში, უკრაინასა და ჩინეთში
Sputnik

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. ქართული ღვინის პოპულარობა მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება - საქართველომ 2019 წლის დასაწყისიდან 37 ქვეყანაში 19,4 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტი განახორციელა, რაც 10%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის იანვარ-მარტში, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

საქართველო მსოფლიოში ღვინის ყველაზე დიდ ექსპორტიორთა ოცეულში მოხვდა >>

ექსპორტირებული ღვინის საერთო ღირებულება 47 მილიონ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის მონაცემებს 16%-ით აღემატება.

ქართული ღვინის ექსპორტის მიხედვით ქვეყნების ხუთეულში რუსეთი ლიდერობს.

ქართული ღვინის ექსპორტის სტატისტიკა 2019 წლის იანვარ-მარტში

ქვეყანაბოთლების რაოდენობაექსპოერის ზრდა, %
რუსეთი1327908315
უკრაინა1419222-19,9
ჩინეთი137283923
პოლონეთი103240039
ყაზახეთი560460-36,1

ექსპორტირებულ ღვინოებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ქინძმარაული, მუკუზანი, წინანდალი, ახაშენი და ხვანჭკარა.

ქართული ღვინის გაყიდვები გაიზარდა შვედეთში (+313%), აშშ-ში (+165%), ბულგარეთში (+161%), საფრანგეთში (+41%), პოლონეთში (+39%) და სხვა ქვეყნებში.

ქართული ჭაჭის და ბრენდის პოპულარობაც ასევე იზრდება - 2019 წლის დასაწყისიდან ბრენდის ექსპორტი 74%-ით გაიზარდა, ჭაჭის - 170%-ით.

სპირტიანი სასმელების ექსპორტის სტატისტიკა 2019 წლის იანვარ-მარტში

დასახელებაბოთლების რაოდენობა, მლნ ერთეულიზრდა, %
ღვინო19.410
ბრენდი6.074
ჭაჭა0.12170

2019 წლის იანვარ-მარტში ბრენდი ექსპორტირებულია 14 ქვეყანაში, ხოლო ჭაჭა - 15-ში.

ქართული ღვინით საფრანგეთში გასტრონომიულ ფესტივალზე დაინტერესდნენ

საქართველო ღვინის ყველაზე მსხვილ ექსპორტიორთა ოცეულში შედის, რეიტინგი „ღვინის ეკონომისტთა ამერიკულმა ასოციაციამ" (American Association of Wine Economists, AAWE) შეადგინა.

მაგრამ საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ეს საკმარისი არ არის. 2019 წელს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგისთვის 7 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.

საქართველო ღვინის სამშობლოა. ქართული ღვინო, როგორც მსოფლიოში ყველაზე უძველესი, გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა.