„გზა თავისუფლებისკენ“ - სიღნაღის მუზეუმი ლევან მოსიაშვილის გამოფენას მასპინძლობს

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის 61 ტილო, რომელთა  ძირითადი ნაწილი კახეთს ეხება.
Sputnik

თბილისი, 7  აპრილი - Sputnik. სიღნაღის მუზეუმი საფრანგეთში მოღვაწე ქართველი მხატვრის, ლევან მოსიაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„გზა თავისუფლებისკენ“ - ასე ჰქვია ექსპოზიციას, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ფრანგულ-ქართული კულტურის ასოციაცია La Georgie au centre-ს ორგანიზებით და სიღნაღის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

თბილისში იტალიელი ფერმწერის ჯორჯო დე კირიკოს გამოფენა გაიხსნება

გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის 61 ტილო, რომელთა  ძირითადი ნაწილი კახეთს ეხება.

ღონისძიებას ფრანგული მხარე და ქალაქის მერი დაესწრო.

ნამუშევრები სიღნაღის მუზეუმში 30 ივნისამდე იქნება გამოფენილი.

ლევან მოსიაშვილმა დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სატყეო ფაკულტეტი, დაეუფლა თეატრის რეჟისორის პროფესიას, მოიპოვა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის აკადემიური ხარისხი და გრძელი გზა განვლო კახური პეიზაჟების შექმნიდან კუბიზმსა და აბსტრაქციამდე.

„გზა თავისუფლებისკენ“ - სიღნაღის მუზეუმი ლევან მოსიაშვილის გამოფენას მასპინძლობს

შემოქმედების ქართული პერიოდის შემდეგ ლევან მოსიაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა საფრანგეთში გაგრძელდა, რამაც მხატვრის ფერები და სტილი შეცვალა და კუბიზმისადმი მისი დაინტერესება გამოიწვია. ბოლო ორი წელია მხატვარი „ფილოსოფიური აბსტრაქციით” არის გატაცებული და მიიჩნევს, რომ პიროვნული თავისუფლების გამოხატვის მწვერვალზეა.

ქანდაკებები და მათი ორეულები: თბილისში უჩვეულო გამოფენა გაიმართება >>

ლევან მოსიაშვილმა მრავალ საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა. მისი პერსონალური გამოფენები მოეწყო ლიონში, პარიზში, ნიცასა და ტულუზაში, პერუჟის, ტურნეფოისა და ვერდიეს საგამოფენო სივრცეებში. მხატვრის ნამუშევრები კი მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კერძო კოლექციასა და გალერეაში ინახება. მათ შორისაა: საქართველო, საფრანგეთი, რუსეთი, აშშ, გერმანია, შვეიცარია, იტალია, ურუგვაი, ვენესუელა, იაპონია და სხვა.