კახეთში მიწისძვრა მოხდა

ეპიცენტრი 31 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა
Sputnik

თბილისი, 7 აპრილი - Sputnik. კახეთში, თბილისიდან 170 კილომეტრში 4,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ონში მიწისძვრა მოხდა

მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 12:27 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დედოფლისწყაროს აღმოსავლეთით დაახლოებით 45 კილომეტრში, 31 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.