ბათუმში თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი მიმდინარეობს

ფესტივალი მიზნად ისახავს აქვაკულტურის პოპულარიზაციას, ქვეყნაში თევზის წარმოების დარგში ჩართული ორგანიზაციებისა და პირების ურთიერთდაკავშირებას, მათ შორის გამოცდილებების გაზიარების და სამომავლო საქმიანობების დაგეგმვას.
Sputnik

თბილისი, 7  აპრილი - Sputnik. ბათუმის ბულვარში თევზისა და ზღვის პროდუქტების საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს, იუწყება აჭარის ტელევიზია.

ფესტივალი ორგანული აქვაკულტურის განვითარების ასოციაცია „ფორეჯის“, საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის „სენი“ და ალიანს ჯგუფის ორგანიზებით იმართება.

მთაწმინდაზე „ახალი ღვინის ფესტივალი“ გაიმართება

ღონისძიებაზე წარმოდგენილია საქართველოში, უკრაინაში და თურქეთში წარმოებული თევზეული და მისგან მომზადებული ტრადიციული კერძები.

ფესტივალს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსთან და სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად დაესწრო.

„ფესტივალის მთავარი მიზანია ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია, წახალისება. აქ არიან როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები, ასევე ტურისტები. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ღონისძიებები და ვფიქრობთ, რომ მსგავს ღონისძიებებს სისტემატიური ხასიათი უნდა ქონდეს. ადგილობრივ ფერმერებს უნდა შეეწყოთ ხელი იმისათვის, რომ შექმნან ისეთი პროდუქცია, რომელიც იქნება მისაღები როგორც ჩვენი ქვეყნის ბაზრისთვის, ისე ტურისტებისთვის“, განაცხადა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა.

ფესტივალი მიზნად ისახავს ქვეყნაში თევზის წარმოების დარგში ჩართული ორგანიზაციებისა და პირების ურთიერთდაკავშირებას, მათ შორის გამოცდილებების გაზიარების და სამომავლო საქმიანობების დაგეგმვას.