მსოფლიო დღეს

ბელარუსში ჩერნობილის გაუცხოების ზონა ტურისტებისთვის გახსნეს

Sputnik

თბილისი, 7  აპრილი - Sputnik. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის გაუცხოების ზონა ბელარუსის მხრიდან ტურისტებისთვის გახსნეს, იუწყება РИА Новости.

უკვე შედგა პირველი ექსკურსიები. ხუთკაციანი ჯგუფისთვის ადგილის დათვალიერება 340 ბელარუსული რუბლი დაუჯდება.

ჩერნობილი - სამოთხე დედამიწაზე: ექსპერტის მოსაზრება

აღნიშნულია, რომ ზონის ამ ნაწილში ტექნიკა და „მკვდარი ქალაქი“ არ არის, თუმცა არსებობს „ადგილობრივი ექსკლუზივი“ – 95 გასახლებული სოფელი.

ტურისტული მოედნის ორგანიზატორები ამტკიცებენ, რომ გაუცხოების ზონაში ყოფნის ერთ დღეში ტურისტი ნაკლებ რადიაციას მიიღებს, ვიდრე თვითმფრინავით ფრენისას.

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში აფეთქება 1986 წლის 26 აპრილის გამთენიისას მოხდა, რომელმაც მთლიანად დაანგრია ელექტროსადგურის მეოთხე ენერგობლოკის რეაქტორი. დაახლოებით 200 ათასი კვადრატული კილომეტრი რადიოაქტიური დაბინძურებული ტერიტორია უკრაინაში, ბელარუსსა და რუსეთში, 600 ათასი ლიკვიდატორი, 130 ათასი ადამიანი, რომლებმაც სამუდამოდ დატოვეს მშობლიური სახლები. ჩერნობილის ავარიის შედეგად ხუთი მილიონი ადამიანი დაზარალდა.

აფეთქება ჩერნობილის ატომურ სადგურზე ატომური ენერგეტიკის ისტორიაში უმსხვილესი კატასტროფა იყო.