მსოფლიო დღეს

აფეთქება ირანის წყალქვეშა ნავზე - არიან დაღუპულები

აფეთქების ხმა ირანის წყალქვეშა ნავზე სარემონტო სამუშაოების დროს გაისმა
Sputnik

თბილისი, 6 აპრილი - Sputnik. ირანის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით წყალქვეშა ნავზე მომხდარმა აფეთქებამ სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, იუწყება РИА Новости სააგენტო IRNA-ზე დაყრდნობით.

ირანის საზღვაო მრეწველობის ორგანიზაციის მონაცემებით, აფეთქების ხმა სარემონტო სამუშაოების დროს გაისმა. მას შემდეგ, რაც ორი ადამიანი ჩაკეტილი აღმოჩნდა, ეკიპაჟის მესამე წევრმა მათი დახმარება სცადა, თუმცა უშედეგოდ. ეკიპაჟის სამივე წევრი დაიღუპა.