სოფელ მერეთში ავტოავარიას ოთხი წლის ბავშვი ემსხვერპლა

უბედური შეთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ბავშვი გზაზე გადარბოდა.
Sputnik

თბილისი,  5 აპრილი — Sputnik. სოფელ მერეთში ავტომობილმა ოთხი წლის ბავშვი იმსხვერპლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

უბედური შეთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ბავშვი გზაზე გადარბოდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.