გიორგი დანელიას იშვიათი ფოტოები

Sputnik

უფრო მეტი, ვიდრე გამორჩეული კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი და მწერალი – გიორგი დანელია გარდაიცვალა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში გამოჩენილი კინორეჟისორის საარქივო სურათები.

საბჭოთა კინორეჟისორი გიორგი დანელია 4 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა, რისი მიზეზიც გულის გაჩერება გახდა.

ფილტვებზე პრობლემის გამო რეჟისორი 24 თებერვალს რეანიმაციაში გადაიყვანეს. სუნთქვის სტაბილიზაციისათვის ექიმებმა ის ხელოვნურ კომაში შეიყვანეს. კომიდან გამოყვანის შემდეგ რეჟისორს ტრაქეაში ჟანგბადით მოსამარაგებლად მილი ჩაუდგეს.

 

1 / 14
გიორგი დანელია 1930 წლის 25 აგვისტოს თბილისში დაიბადა, ხოლო როდესაც ის ერთი წლის გახდა, მისი ოჯახი მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად
2 / 14
1955 წელს დაასრულა მოსკოვის არქიტექტურული ინსტიტუტი და მუშაობა დაიწყო ქალაქების დაპროექტების ინსტიტუტში. გარდა ამისა, პარალელურად დაინტერესებული იყო კინოთი, მონაწილეობდა სხვადასხვა ფილმების ხალხმრავალ სცენებში
3 / 14
1956 წელს მან ჩააბარა ახლად გახსნილ უმაღლეს სარეჟისორო კურსებზე, და მალე კინო არამხოლოდ მისწრაფებად, არამედ მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა
4 / 14
1959 წელს კურსების დამთავრების შემდეგ, გიორგი დანელიამ მუშაობა დაიწყო კინოსტუდია "მოსფილმში" დამდგმელ რეჟისორად
5 / 14
მისი სადებიოტო სურათი იყო "Сережа", რომელიც მან იგორ ტალანკინთან ერთად ვერა პანოვას მოთხრობის მიხედვით გადაიღო. ფილმი ეკრანებზე 1960 წელს გამოვიდა და საკმაოდ წარმატებულიც გამოდგა, რაც საერთაშორისო კინო-ფესტივალზეც აღინიშნა
6 / 14
დიდი წარმატება გიორგი დანელიას მოუტანა 1964 წელს გადაღებულმა ლირიულმა კომედიამ "Я шагаю по Москве", რომელიც სამამულო კინემატოგრაფიის ისტორიაში შევიდა
7 / 14
დანელიას შემოქმედება გამოირჩევა ჭეშმარიტი ღრმა სატირით, გააზრებული გროტესკით, დახვეწილი ლირიზმითა და პერსონაჟების ფსიქოლოგიური იმიჯის გამოვლენით
8 / 14
სხვადასხვა სკოლების მსახიობებისგან შეწყობილი ანსამბლის შექმნა რეჟისორის განსაკუთრებულ ნიჭად იქცა
9 / 14
ლეგენდარული გიორგი დანელიას ფილმებზე გაიზარდა მრავალი თაობა, ხოლო მისი ფილმების კეთილი გმირები ყველაზე საყვარელი და დაუვიწყარი პერსონაჟები არიან საბჭოურ კინემატოგრაფიაში
10 / 14
ფილმის "Тридцать три" გამოსვლის შემდეგ რეჟისორი კომედიის ოსტატად აღიარეს
11 / 14
რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა დანელია "მამულის წინაში დამსახურების" მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა
12 / 14
მომდევნო 25 წლის განმავლობაში გიორგი დანელიამ გადაიღო რვა ფილმი, რომელთაგან სამი საბჭოთა კინემატოგრაფიის "ოქროს ფონდში" შევიდა. ერთ-ერთი მათგანია კომედია "მიმინო" (1977), რომელმაც ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეს საბჭოურ სივრცეში პოპულარობა მოუტანა
13 / 14
წლებთან ერთად გიორგი დანელია კინემატოგრაფიაში ოსტატობის განსახიერებად ჩამოყალიბდა
14 / 14
გიორგი დანელიას ნიჭი უკვდავყოფილია არა მხოლოდ ქართული და რუსული კინემატოგრაფიის ისტორიაში, არამედ მისი შემოქმედების თაყვანისმცემლების მახსოვრობაშიც