გურიაში ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

მომხდარის გამო, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტილი იყო
Sputnik

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. BMW-ს მარკის ავტომობილმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა, შემდეგ კი Prado-ს მარკის ჯიპს.

ავტოავარიას გომბორზე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

BMW-ს მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მომხდარის გამო, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტილი იყო.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ნიშნავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.