„დაგვემშვიდობა... და წავიდა“ – რობერტ სტურუა დანელიას ემშვიდობება

კულტურის მოღვაწეები მწუხარებას გამოთქვამენ ცნობილი კინორეჟისორის გარდაცვალების გამო
Sputnik

თბილისი,  5 აპრილი — Sputnik.  ქართული კინოსა და თეატრის ცნობილმა რეჟისორმა, მოსკოვის თეატრის Et Cetera–ს მთავარმა რეჟისორმა რობერტ სტურუამ სსრკ–ის სახალხო არტისტ გიორგი დანელიას ბრწყინვალე ადამიანი უწოდა.

პრემიერ-მინისტრი: დანელიას ფილმები თაობებს აერთიანებს>>>

დანელია მოსკოვში 4 აპრილს 88 წლისა გარდაიცვალა. მისი მეუღლის სიტყვებით, კინორეჟისორს გული გაუჩერდა. მას   ნოვოდევიჩის სასაფლაოზე 9 აპრილს დაკრძალავენ.

 „დაგვემშვიდობა... და წავიდა ბრწყინვალე ადამიანი და რეჟისორი!.. გია დანელია!“, – დაწერა საკუთარ Facebook–გვერდზე სტურუამ. 

დანელია საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში 24 თებერვალს გადაიყვანეს ფილტვის ანთებით. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო. სუნთქვის სტაბილიზაციისთვის ექიმებმა რეჟისორი სპეციალურად შეიყვანეს ხელოვნური კომის მდგომარეობაში. სამ დღეში მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის კომიდან გამოიყვანეს. მას შემდეგ ის მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებდა.

გიორგი დანელია – საბჭოთა კინორეჟისორი და სცენარისტი. მისი ყველაზე ცნობილი ფილმებია „არ დაიდარდო", „აფონია", „დავდივარ მოსკოვის ქუჩებში", „მიმინო", „შემოდგომის მარათონი", „ქინ-ძა-ძა", „პასპორტი".