ინტენსიური თოვა და ზვავსაშიშროება - გუდაურის მიმართულებით მოძრაობა აიკრძალა

საპატრულო პოლიცია მოქალაქეებს საგზაო მოძრაობის წესების დაცვისკენ მოუწოდებს
Sputnik

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია, აღნიშნულია საქართველოს საპატრულო პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვითარება გზებზე: გუდაური–კობის მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდა>>

საპატრულო პოლიციის ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, კერძოდ, კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა ორივე მიმართულებით ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო აიკრძალა.

არამდგრადი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე - სოფელ ქვემო მლეთიდან საავტომობილო გზის 85-ე კმ მონაკვეთამდე - ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საპატრულო პოლიცია მოქალაქეებს საგზაო მოძრაობის წესების დაცვისკენ მოუწოდებს.