მიქაძე: ახალი რეგულაციის მიზანია მომხმარებლის ინტერესების დაცვა

სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქაძე სურსათის ეტიკეტირების ახალი წესზე საუბრობს.
Sputnik

„ახალი რეგულაციები უფრო აკონკრეტებს გარკვეულ მოთხოვნებს, მათ შორის კვებითი ღირებულების ნაწილში. ასევე ეს ეხება ე.წ. შრიფტის ზომას, რათა უკეთესად შეძლოს მომხმარებელმა წაკითხვა. ასევე ეს ეხება ისეთ მაჩვენებლებს, როგორიც არის, მაგალითად, ალერგენები, რაც წარწერაში უფრო მუქი ფერებით უნდა იყოს გამოყოფილი. ამ დროს შრიფტი სტილით და ფონით უნდა იყოს განსხვავებული. ასე რომ, ამ და სხვა მრავალ ასპექტს ეხება ეს რეგულაცია“, ამბობს მიქაძე.

მიქაძის განცხადებით, რეგულაციის მიზანი გახლავთ მომხმარებლების ინტერესების დაცვა, მეტი ინფორმაციის მიწოდება ეტიკეტის საშუალებით და შიდა ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირება.