რეჟისორი გიორგი დანელია გარდაიცვალა

რეჟისორი გიორგი დანელია საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში 24 თებერვალს მოათავსეს.
Sputnik

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. რეჟისორი გიორგი დანელია 88 წლისა გარდაიცვალა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Риа Новости.

დანელია საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში 24 თებერვალს გადაიყვანეს ფილტვის ანთებით. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო. სუნთქვის სტაბილიზაციისთვის ექიმებმა რეჟისორი სპეციალურად შეიყვანეს ხელოვნური კომის მდგომარეობაში. სამ დღეში მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის კომიდან გამოიყვანეს. მას შემდეგ ის მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებდა.

რეჟისორის მეუღლის გალინა იურკოვა-დანელიას განცხადებით, გიორგი დანელიას გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება გახდა.

რამდენიმე დღის წინ დანელიას მეუღლემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ რეჟისორი თავს უკეთ გრძნობდა.

გიორგი დანელია – საბჭოთა კინორეჟისორი და სცენარისტი. მისი ყველაზე ცნობილი ფილმებია „არ დაიდარდო", „აფონია", „დავდივარ მოსკოვის ქუჩებში", „მიმინო", „შემოდგომის მარათონი", „ქინ-ძა-ძა", „პასპორტი".