„თუ ადამიანმა დროის ფსიქოლოგიური გაგება გააცნობიერა, შეიძლება ბევრ ილუზიას დააღწიოს თავი. ცხოვრება მიდის მხოლოდ აწმყოში. ადამიანი მუდმივად იმართება წარსულიდან. როდესაც ვამბობთ, რომ არაცნობიერი მართავს ჩვენ ცხოვრებას, საუბარია პიროვნულ არაცნობიერზე, რომელიც მოხდა წარსულში. ეს ახასიათებს ჩვენს ხასიათს და გვმართავს მთელი ცხოვრება. თუნდაც პირველი სიყვარული, მას პატერნი არ აქვს. შემდგომში ყველა სხვა სიყვარული უფერულდება, რადგანაც გონება ავტომატურად ადარებს იმ პირველ სიყვარულს“, – აღნიშნა ნონა ხიდეშელმა.
ფსიქოლოგის განმარტებით, თუ ადამიანმა გააცნობიერა გონების თამაშები, მარადიულ კრიზისს გადაჭრის.