მოსკოვში გაიმართა საერთაშორისო პროფესიონალური კონკურსის ფინალი დაბალ გოგონებს შორის Miss International Mini 2019. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში ყველაზე მინიატურული და ლამაზი გოგონების სურათები.
კონკურსის ფინალი მოსკოვში სამშაბათს გაიმართა. ფინალში მოხვდა 65 მინიატურული გოგონა, რომელთა მაქსიმალური სიმაღლე 169 სანტიმეტრია.
კონკურსის გამარჯვებული გახდა რუსეთის წარმომადგენელი მარია რიბინცევა, რომელსაც გვირგვინი გადაეცა.