თბილისის ცენტრში ტექნიკის მაღაზია გაძარცვეს

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული მაღაზია უკვე მეოთხედ გაძარცვეს.
Sputnik

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. უცნობმა პირებმა PCShop.ge-ს კომპიუტერული ტექნიკის მაღაზიათა ქსელის მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე ფილიალი გაძარცვეს.

ეს ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო Новости Грузия-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში დაუდასტურეს.

რუსთავში არასრულწლოვნებმა ხუთი ავტომობილი გაქურდეს

შემთხვევა ოთხშაბათს, დილით მოხდა. ადგილზე საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული მაღაზია უკვე მეოთხედ გაძარცვეს.

მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე „ქურდობის" მუხლით აღიძრა, რაც ითვალისწინებს სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.