ქართული ალპები: შვედი ჟურნალისტები სვანეთის სათხილამურო კურორტებზე ისაუბრებენ

შვედური გამოცემა Аka Skidor სვანეთის სამთო-სათხილამურო კურორტებზე მასალას ამზადებს.
Sputnik

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. საქართველოში ცნობილი შვედური სათავგადასავლო ჟურნალის Аka Skidor-ის ჟურნალისტები ჩამოვიდნენ, აღნიშნულია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.

სვანეთში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება>>

ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული უწყებისა და კომპანია Ski Georgia-ს მიერ ორგანიზებული პრეს-ტურის ფარგლებში ეწვივნენ. ოთხი ჟურნალისტი სვანეთს ესტუმრა. ისინი გაეცნენ თეთნულდსა და ჰაწვალს, თავადაც ისრიალეს ამ კურორტების ტრასებზე.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობა სვანეთში: სამუშაოები გრძელდება

Аka Skidor-ის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სვანეთის რამდენიმე სოფელი, გაეცნენ ადგილობრივ ტრადიციებსა და კულტურას. პრეს-ტურის შედეგებით ჟურნალისტები საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე სტატიას მოამზადებენ.

ჟურნალი Аka Skidor 1974 წლიდან გამოდის. მისი აუდიტორია 80 ათასი მკითხველია. გამოცემა პოპულარულია ასევე სოციალურ მასმედიაში. ჟურნალი მკითხველს აცნობს სხვადასხვა სამთო-სათხილამურო კურორტს, მათ აღჭურვილობას, თანამედროვე ტენდენციებს ამ სფეროში.

თეთნულდი სვანეთის ყველაზე დიდი სათხილამურო კურორტია, გუდაურის შემდეგ მეორეა სიდიდით, ხოლო ჰაწვალი მესტიიდან რვა კილომეტრში მდებარეობს და ყველაზე ახალგაზრდა სათხილამურო კურორტია საქართველოში – ფუნქციონირებს 2011 წლიდან.