ტურაშვილი: ზვიადის თანამებრძოლებისთვის სამყარო არ იცვლება

მწერალი დათო ტურაშვილი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლებზე საუბრობს.
Sputnik

„ათეული წელი გავიდა და რამდენჯერ შევხვედრილვარ იმ ადამიანებს, ვინც ზვიადის თანამებრძოლები იყვნენ, იმავე პიჯაკებით, იმავე ფეხსაცმელებში, იმავე იდეების ერთგულები. ამ ადამიანებისთვის სამყარო არ იცვლება. იდეა რა საოცარი რამაა, არა?!“ – ამბობს დათო ტურაშვილი.

მწერლის თქმით, ადამიანისთვის თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი არაფერი არსებობს.