ავარია მახინჯაურთან – დაშავებულია ხუთი ადამიანი

დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. ჩაქვი–მახინჯაურის გვირაბთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, იუწყება „აჭარის ტელევიზია".

გურიაში ავარიას სამაშველო სამსახურის თანამშრომელი ემსხვერპლა

შემთხვევა დღეს მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, ხუთივე მათგანს სხეულის მცირე დაზიანება აღენიშნება. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.