ყვითელი ამბები

„სულში სიცარიელეა“ - რეპერმა გუფიმ ქეთა თოფურიას სიმღერა მიუძღვნა

როგორც ჩანს, ალექსეი დოლმატოვი ყოფილ შეყვარებულს ვერ ივიწყებს და მის დაბრუნებას ცდილობს
Sputnik

თბილისი, 3 აპრილი - Sputnik. რუსმა რეპერმა ალექსეი დოლმატოვმა, რომელიც გუფის ფსევდონიმითაა ცნობილი, ქართველ მომღერალ ქეთა თოფურიას მასთან განშორების შემდეგ სიმღერა მიუძღვნა.

აი, ეს მესმის: ქეთა თოფურია ბალიზე გუფის ყოფილ ცოლთან ერთად ერთობა >>

„ახლა Mickey Mouse მყავს“: გაშორდა თუ არა ქეთა თოფურია გუფს

წყვილი 2018 წელს ორწლიანი ბობოქარი რომანის შემდეგ დაშორდა.

კომპოზიცია „სიცარიელე“ - გუფის ერთგვარი აღიარებაა იმისა, რომ იგი ქეთაზე უკეთესს ვერავის იპოვის და რომ ის იყო ღვთის საჩუქარი, რომელიც ხელიდან გაუშვა.

დოლმატოვი მღერის სიცარიელეზე ყველგან და ყველაფერში:

"Пусто на душе, в шкафу пустые пару полок.

Опустела ванная без тюбиков и пузыречков.

От холодильника тоже привет, он скучает очень."

თავად ქეთა თოფურიას გუფისთან დაშორების მიზეზებზე არასდროს უსაუბრია. ყველას ეგონა, რომ წყვილი 18 წლის ეკატერინბურგელ გოგონასთან რეპერის ფლირტის გამო დაშორდა.

გუფი თოფურიასთან განშორების შესახებ: ქეთი სიცოცხლის ბოლომდე მეყვარება >>

თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში თოფურიამ ურთიერთობის გაწყვეტის ნამდვილ მიზეზზე ისაუბრა.

„ჩვენ იმ მიზეზით არ დავშორებულვართ, რაზეც ყველა საუბრობს. ამ ყველაფერზე კომენტარის გაკეთებაც არ ჩამითვლია საჭიროდ, რადგან პირადი უნდა იყოს პირადი. დავშორდით იმიტომ, რომ ძალიან განსხვავებული ცხოვრების წესი გვაქვს. ბევრი ვეცადეთ საერთო კავშირი შეგვექმნა, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. თუმცა ძალიან მიყვარდა“, - აღნიშნა მომღერალმა.

ქეთამ ისიც დასძინა, რომ მას სიამოვნებს, რეპერის სახლში დღემდე მისი პორტრეტი რომ კიდია.

„სულში სიცარიელეა“ - რეპერმა გუფიმ ქეთა თოფურიას სიმღერა მიუძღვნა

იმ იმედით, რომ თოფურია გუფის აპატიებს, გულშემატკივრები მის Instagram-ის გვერდზე წერენ, რომ დაივიწყოს ძველი წყენა და რეპერს დაუბრუნდეს.

32 წლის ქეთას და 39 წლის გუფის ურთიერთობა დაახლოებით ორ წელიწადს გაგრძელდა. თავიდან ისინი ურთიერთობას არ ახმაურებდნენ, თუმცა საბოლოოდ მაინც აღიარეს, რომ ერთმანეთი უყვარდათ. მომღერლები ერთად დიდ დროს ატარებდნენ და პირველი ქორწინებიდან თავიანთი შვილებიც კი გააცნეს ერთმანეთს. 

გუფის ყოფილი მეუღლისგან, აიზა ანოხინასგან ჰყავს რვა წლის ვაჟი სემი, ქეთას კი ლევ გეიხმანისგან - სამი წლის ქალიშვილი ოლივია.