ონში მიწისძვრა მოხდა

მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 11:30 საათზე დაფიქსირდა.
Sputnik

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. ონის მუნიციპალიტეტში 3,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ეპიცენტრი ონიდან სამ კილომეტრში, სოფელ ნაკიეთში 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 11:30 საათზე დაფიქსირდა.

ნგრევის ან რაიმე ზიანის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.