„ბრძოლა სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ აუცილებლად გაგრძელდება. დაუშვებელია შრომის პირობები ასეთი საშიში იყო, ეს არ არის ნორმალური სახელმწიფოს მახასიათებელი. ჩვენი მიზანია სხვადასხვა ტიპის ჩაგვრის მსხვერპლი ადამიანები გავაერთიანოთ და მათთან ერთად ვთქვათ, რომ ისინი არიან არასწორი პოლიტიკის მსხვერპლი“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
აქციის ორგანიზატორის განმარტებით, ძირითადი მოთხოვნებია – დაცული იყოს ადამიანების შრომითი უფლებები, რათა ქვეყანა სასაკლაოს არ დაემსგავსოს.