ექსტრიმის ფესტივალი – ყველაზე რთული ტრიუკების ფოტოები

Sputnik

ფესტივალი გაიმართა მოსკოვში, სპორტულ არენაზე "ლუჟნიკი", რომელშიც სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასული ექსტრემალები მონაწილეობდნენ. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში ღონისძიების სურათები.

წელს ექსტრემალური სპორტის სახეობების ფესტივალი უკვე მეთორმეტედ გაიმართა. ღონისძიება ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ სპორტულ მოვლენად დასახელდა. ყოველწლიურად მასში სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასული ექსტრემალური სპორტის მოყვარულები მონაწილეობენ.

ღონისძიების სტუმრებმა ისიამოვნეს დაუჯერებელი ტრიუკებით, რომლებსაც ასრულებდნენ პროფესიონალები მოტოციკლებით, ველოსიპედებით, როლიკებით, თოვლმავლებითა და ტრანსპორტის სხვა სახეობებით. ურთულესი ელემენტების შესასრულებლად მოედანზე დამონტაჟდა სპეციალური კონსტრუქციები, რომელთა სიმაღლეც 17 მეტრს აღწევდა. გარდა ამისა, შოუ გაფორმებული იყო სპეცეფექტებით, მხატვრული განათებითა და მუსიკით.

 

1 / 15
გასულ შაბათ-კვირას მოსკოვში რიგით XII ექსტრემალური სპორტის სახეობების ფესტივალი გაიმართა მოსკოვში
2 / 15
ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი საერთაშორისო მოვლენაა ექსტრემალური სახეობის სპორტის სფეროში
3 / 15
შოუ "ლუჟნიკის" პატარა არენაზე გაიმართა
4 / 15
ყოველ წელს მასში მონაწილეობენ ექსტრემალები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან
5 / 15
წელს მაყურებლებს საინტერესო პროგრამა წარუდგინეს, რომელშიც შეჯიბრების ტრადიციული სახეობებიც შევიდა
6 / 15
ასევე, შეიჯბრებაში ჩართული იყო სხვადასხვა დისციპლინები და ტრიუკები
7 / 15
წელს ტრიბუნები არენასთან უფრო ახლოს განათავსეს
8 / 15
მაყუერბლებს საშუალება მიეცათ ახლოდან დაენახათ ექსტრემალების მიერ შესრულებული ტრიუკები
9 / 15
პროგრამაში მონაწილეობდნენ რაიდერები, რომლებმაც საკუთარი შესაძლებლობები უჩვენეს FMX-ბაიკებით, ავტომობილებით, BMX და MTB ველოსიპედებით, თოვლმავლებითა და დრონებითაც კი
10 / 15
კასკადიორი ტერი გრანტი ფესტივალზე
11 / 15
ყოველ წელს ფესტივალის ორგანიზატორები აპროექტებენ გრანდიოზულ ზესაშიშ ტრასას, რომელზეც გამოიყენება სხვადასხვა კონსტრუქციები, ბარიერები და ტრამპლინები
12 / 15
გრანდიოზული შოუ გაფორმებული იყო სპეცეფექტებით, მხატვრული განათებითა და მუსიკით
13 / 15
ვიდეო პროექციის წყალობით, შოუ კიდევ უფრო სანახაობრივი გახდა
14 / 15
ერთ-ერთი მონაწილის ტრიუკი ფესტივალზე
15 / 15
მაყურებლებმა სპორტსმენებთან გასაუბრება შეძლეს ღია ავტოგრაფ-სესიებზე, შემდეგ კი მონაწილეობა მიიღეს პრიზების გათამაშებაში