თელავის საბავშვო ბაღში ბავშვები მოიწამლნენ

სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღი ინტოქსიკაციის მიზეზის დადგენამდე დროებით დაიხურა.
Sputnik

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაგა-ბაღში 30-მდე აღსაზრდელი მოიწამლა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

სამტრედიის ბაგა-ბაღებში ცხენის ხორცი შეჰქონდათ – დაკავებულია ერთი პირი

ბავშვები თელავის ორ საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა გადაიყვანეს.

კონკრეტულად რა გახდა მოწამვლის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია, ერთ-ერთ მიზეზად სასმელ წყალს ვარაუდობენ.

თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის თინიკო ხანჯალიაშვილის განცხადებით, საკვები პროდუქტებიდან ბავშვების მოწამვლა გამორიცხულია, რადგან ყველა პროდუქტი ვარგისია.

ბავშვების მოწამვლის გამო სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღი ინტოქსიკაციის მიზეზის დადგენამდე დროებით დაიხურა.

ადგილზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებიან, რომლებიც პროდუქტებიდან და სასმელი წყლიდან სინჯებს გამოსაკვლევად წაიღებენ.