ქართველმა ჩოგბურთელმა მორიგი რეკორდი დაამყარა

ქართველი ჩოგბურთელის შემდეგი ტურნირი იქნება ჰასან მეორის გრან-პრი მარაკეშში.
Sputnik

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ახალი რეკორდი დაამყარა – АТР-ს განახლებულ რეიტინგში მე-19 ადგილიდან მე-17-ზე გადაინაცვლა.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს უმაღლესი პოზიციაა, რომელიც ქართველ ჩოგბურთელს ოდესმე დაუკავებია.

ქართველი ჩოგბურთელი მაიამის ტურნირის მერვედფინალში გავიდა

ბასილაშვილის პროგრესი უკავშირდება მაიამიში „მასტერსის" სერიის ტურნირზე კარგ ასპარეზობას, სადაც ის მერვედფინალამდე მივიდა. ამ შედეგით ქართველმა სპორტსმენმა მიიღო 90 სარეიტინგო ქულა და გაუსწრო ძლიერ ჩოგბურთელებს – ფრანგ გაელ მონფისსა და იტალიელ ფაბიო ფონინის.

АТР-ს რეიტინგის ლიდერი კვლავ სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია. შემდეგ მოდიან რაფაელ ნადალი და ალექსანდრ ზვერევი გერმანიიდან.

შემდეგი ტურნირი, რომელშიც ბასილაშვილი მიიღებს მონაწილეობას, გახდება ჰასან მეორის გრან-პრი მარაკეშში (მაროკო). გასულ წელს ქართველი ჩოგბურთელი ამ ტურნირის მეოთხედფინალამდე მივიდა. მისთვის აუცილებელია გამომუშავებული ქულების დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში რეიტინგში რამდენიმე პოზიციით დაქვეითების რისკის ქვეშ აღმოჩნდება.