ნიკოლოზ რაჭველი: პატარაობისას ჯანსუღ კახიძეს ვუთხარი, რომ ძალიან მინდოდა სიკვდილი

კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი ბავშვობას იხსენებს.
Sputnik

 

„ძალიან პატარა როცა ვიყავი, ჯანსუღ კახიძეს ვუთხარი, რომ ძალიან მინდა სიკვდილი. გაკვირვებულმა შემომხედა. სადღაც ვარ, ალბათ, ცხრა წლის. რატომ შვილო, რა დროს შენი სიკვდილიაო, მეუბნება. ძალიან მინდა სიკვდილი–მეთქი, რომ იქ გავიცნო ზაქარია ფალიაშვილი. იმდენი კითხვა დამიგროვდა მასთან, იმდენი რამ მინდა მისგან გავიგო იმ დროის საქართველოზე, თუ როგორ შექმნა ასეთ მშრალ ნიადაგზე კლასიკური მუსიკა“, – ამბობს ნიკოლოზ რაჭველი.

კომპოზიტორის თქმით, ეს ყველაფერი ისე აინტერესებდა ბავშვობიდანვე, რომ გულწრფელად ფიქრობდა იმ ქვეყნად გადაბარგებაზე.