„შეტყობინება ჩვენ სამსახურში 17:40 სთ-ზე შემოვიდა. ჭავჭავაძის ხუთ ნომერში სამშენებლო-გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას ჩამოშლილმა მიწის მასამ ორი ადამიანი მოიყოლა. ადგილზე მუშაობდა 35 მეხანძრე-მაშველი, რომლებიც ხელით თხრიდნენ მიწის მასას. სამძებრო-სამაშველო ღონისძიება, რომელიც 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულებულია. დაგვჭირდა გეოლოგების დახმარებაც“, – აღნიშნა მიშა ფეიქრიშვილმა.
ფეიქრიშვილის განმარტებით, გეორადარის დახმარებით მოხდა მიწის იმ მონაკვეთის სკანირება, სადაც შესაძლოა ყოფილიყო ადამიანი.