მილანში ქართველი გოგონას ცხედარი იპოვეს

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი.
Sputnik

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. მილანში ახალგაზრდა ქართველი გოგონას ცხედარი იპოვეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია არ ვრცელდება. ცხედრის გადმოსვენების საკითხი მას შემდეგ გადაწყდება, რაც იტალიური მხარე ოფიციალურ პროცედურებს დაასრულებს.

მომხდარ ფაქტს იტალიის პოლიცია იძიებს.