მარილის გამოქვაბული „მალჰამი“ – მსოფლიოში უდიდესი მიწისქვეშა სამეფოს შთამბეჭდავი ფოტოები

Sputnik

ისრაელის გამოქვაბულების შემსწავლელი ცენტრის მეცნიერებმა ზეზუსტი გამოთვლები ჩაატარეს, რის მიხედვითაც, „მალჰამი“ მსოფლიოს ყველაზე დიდი გამოქვაბულია. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში უჩვეულო "მიწისქვეშა სასახლის" სურათები.

მეცნიერებმა მსოფლიოს ყველაზე გრძელი მარილის გამოქვაბული აღმოაჩინეს სოდომის მთიან მასივში, მკვდარი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე. აღმოჩენა გააკეთეს საერთაშორისო ექსპედიციის მონაწილეებმა. კვლევაში ჩართული იყო 80 სპეციალისტი ცხრა ქვეყნიდან. სპელეოლოგები დღე-ღამეში 10 საათის განმავლობაში მიწის ქვეშ მარილის ლოლუებთან იმყოფებოდნენ, რათა აუცილებელი გამოთვლები ჩაეტარებინათ.

ბიბლიური ლეგენდის თანახმად, სოდომის მთა იმავე ადგილზეა, სადაც ლოტის ცოლი მარილის სვეტად იქცა, როდესაც მის მიერ დატოვებულ ქალაქ სოდომს გახედა. მთა ისრაელის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ის თითქმის მთლიანად მარილისგან შედგება, მის ქვეშ კი „მალჰამის“ გამოქვაბული მდებარეობს. მეცნიერთა აზრით, გამოქვაბული წყლის ნაკადების მიერ მარილიანი ქანების გამორეცხვის შედეგად წარმოიქმნა. ძლიერი წვიმების დროს ეს პროცესი დღესაც გრძელდება.

 

1 / 8
მსოფლიოს ყველაზე გრძელი მარილის გამოქვაბულის სიგრძე, რომელიც მკვდარი ზღვის მახლობლად სოდომის მთაზე მდებარეობს, 10 კილომეტრს აჭარბებს
2 / 8
სოდომის მთა - ეს კლდოვანი მასივია, რომელიც ისრაელში მკვდარი ზღვის სანაპიროს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს მიუყვება. მისი მთავარი ღირსშესანიშნაობაა - მარილის გამოქვაბულები
3 / 8
უახლესი ტექნოლოგიები მეცნიერებს საშუალებას აძლევს გაარკვიონ მიწისქვეშა დერეფნის ზუსტი სიგრძე, რომელშიც გაერთიანებულია 100-ზე მეტი მარილის გამოქვაბული
4 / 8
ასევე მოხერხდა გამოქვაბულის ასაკის დადგენა, ის დაახლოებით 7 ათასი წლისაა
5 / 8
ამ დროისათვის მკვლევართა ჯგუფი მალჰამის ელექტრონული რუკის შესაქმნელად მიღებულ მონაცემებს ამუშავებს
6 / 8
ელექტრონული რუკის შექმნა საკმაოდ შრომატევადი პროცედურაა
7 / 8
მარილის გამოქვაბულები - უჩვეულო და იშვიათი გეოლოგიური ობიექტებია. ვინაიდან მარილი კარგად იხსნება წყალში, მარილის დიდი ნატეხები დიდხანს არ ნარჩუნდება
8 / 8
როგორც წესი, მარილის გამოქვაბულები იშვიათად არის ერთ კილომეტრზე მეტი სიგრძის. ისინი მხოლოდ ძალიან მშრალ რეგიონებში არსებობენ - მაგალითად, მკვდარი ზღვის მახლობლად