„რა თქმა უნდა, არ მოეწონებოდა, დღევანდელი საქართველო რომ ენახა. არ შეკრთებოდა, მაგრამ არც ბედნიერი არ დარჩებოდა. იმიტომ, რომ ის ნახავდა ქვეყანას, სადაც სამოქალაქო პატრიოტიზმის გაღვივებასა და განვითარებაზე არავინ მუშაობს, სადაც პოლიტიკური სპექტრი არის დაქუცმაცებული და ერთმანეთს გადაკიდებული“, – ამბობს კონსტანტინე გამსახურდია.
მისი თქმით, ზვიად გამსახურდიას არც ის გაახარებდა, რომ საეკლესიო სფერო არაა ჩართული სამოქალაქო პატრიოტიზმის გაღვივებაში.