ცხოვრება ტრამვაის გარეშე: ტრანსპორტის რომელ სახეობას ირჩევენ თბილისელები

თბილისში ტაქსით გამოკითხვაში მონაწილეთა მცირე ნაწილი გადაადგილდება.
Sputnik

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. „Sputnik–საქართველოს" მკითხველთა დიდი ნაწილი თბილისში საკუთარი ავტომობილით გადააადგილდება, ასეთია სააგენტოს ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

კითხვაზე „ყველაზე ხშირად ტრანსპორტის რომელი სახეობით გადაადგილდებით", 27,5%-მა უპასუხა – საკუთარი ავტომობილით. სამარშრუტო ტაქსით მგზავრობას ანიჭებს უპირატესობას მკითხველების 22,5%, ასეთივეა იმ ადამიანების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც მეტროთი მგზავრობენ.

სახიფათოა თუ არა მეტროში გადაადგილება: სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ფეხით სიარულს ირჩევს გამოკითხვაში მონაწილეთა 12,5%, ავტობუსით მგზავრობს მკითხველების 10%, ხოლო ტაქსით – 5%.

ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზზე – ახმეტელი-ვარკეთილისა და საბურთალოს ხაზებზე 23 სადგურს ითვლის. მეტროს ხაზების საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი. აქედან პირველი ხაზის სიგრძე 40 კილომეტრია, ხოლო მეორე ხაზის – 17.

ქალაქის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ თბილისის ქუჩები ავტომობილების ნაკადს ვერ აუდის. თბილისის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებაზე მუშაობს. მარტის შუა რიცხვებში თბილისის საკრებულომ დაამტკიცა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტი, რომელიც ქალაქის განვითარების ახალ კონცეფციას გულისხმობს, მათ შორის – სატრანსპორტო ქსელის.

გარდა ამისა, დაგეგმილია ავტობუსების არსებული პარკის სრული განახლება. ასევე პერიოდულად ხდება მეტროს ვაგონების მოდერნიზაცია.