საგზური მარსზე და სულგუნის სუში: ქართული კომპანიების საპირველაპრილო ხუმრობები

სიცილის დღე - საერთაშორისო დღესასწაულია, რომელსაც ბევრ ქვეყანაში 1 აპრილს აღნიშნავენ. საპირველაპრილო ხუმრობის მსხვერპლი რომ არ გახდეთ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოთ
Sputnik

1 აპრილთან დაკავშირებით ზოგიერთმა ქართულმა კომპანიამ თავიანთ კლიენტებს სახუმარო და ორიგინალური „მახე“ დაუგო.

ფასდაკლებების ცნობილი ვებგვერდ Hotsale-ის ადმინისტრაციამ თავიანთ მომხმარებლებს უჩვეულო წინადადება შესთავაზა - სამდღიანი საგზური მარსზე, რომელიც დღეს 950 ლარის ნაცვლად 200 ლარად იყიდებოდა.

„ტურისტული კომპანია „კოსმოსი XXI“ 2017 წლიდან მართავს ტურებს კოსმოსში მარსისა და მთვარის მიმართულებით“, - ნათქვამია საგზურის აღწერაში.

ვებგვერდის ადმინისტრაცია იუწყება, რომ ტური მოიცავს ტრანსპორტირებას, განთავსება თანამგზავრის სასტუმროში, სამჯერად კვებას, ექსკურსიებს, გიდის მომსახურებას, ფოტოგადაღებას  საპატიო მარსიანელთან და პლანეტაზე სამახსოვრო სახელობითი მიმანიშნებლების დატოვებას.

საგზური მარსზე და სულგუნის სუში: ქართული კომპანიების საპირველაპრილო ხუმრობები

თავიანთ კლიენტებს გაეხუმრნენ ასევე იაპონური სამზარეულოს კერძების სახლის მიტანის სერვისის თანამშრომლები. ვებგვერდ mochi.ge-ს ადმინისტრაციამ დღეს თავის აუდიტორიას შესთავაზა სუში შებოლილი სულგუნისგან, ღომი ბაჟეთი.

„დიახ, საპირველაპრილო ხუმრობა იყო, მაგრამ ამ პროდუქტის შეკვეთა არ შემოსულა. ეტყობა, ჩვენი კლიენტები მიხვდნენ, რომ ეს ხუმრობაა“, - უამბო „Sputnik-საქართველოს“ მიტანის სერვისის თანამშრომელმა.

საგზური მარსზე და სულგუნის სუში: ქართული კომპანიების საპირველაპრილო ხუმრობები

თავის მეგობრებს Facebook-ში გაეხუმრნენ ასევე ტურისტული სფეროს მუშაკები. გიდმა თეიმურაზ აბაშიძემ „გიდების უნიფორმა“ წარმოადგინა.

„დღეიდან, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის № 2019-01-01- A1 განკარგულებით, ტურისტული კომპანიებისა  ყველა წარმომადგენელი და დამოუკიდებელი გიდი ვალდებულია ატაროს ISO 13688 დაცვის სტანდარტის სპეციალური ფორმა, მათ შორის დამცავი ჩაფხუტი (რიგითი გიდებისთვის - ყვითელი, მენეჯერებისთვის - თეთრი და კომპანიის დირექტორებისთვის - წითელი), ქურთუკი და უსაფრთხოების ფეხსაცმელი, დასაშვებია (აუცილებელი არ არის) სპეცშარვლების გამოყენება ", - წერს აბაშიძე, რომლის პოსტს თან ახლავს შესაბამისი ფოტო.