საქართველოში დანაშაული კვლავ იზრდება - გამოქვეყნდა შსს-ს სტატისტიკა

2019 წლის პირველ ორ თვეში საქართველოში გახსნილი დანაშაულის მაჩვენებელი 24%-ს შეადგენს
Sputnik

თბილისი, 31 მარტი - Sputnik. საქართველოში რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობამ 2019 წლის იანვარ-თებერვალში დაახლოებით 11,8 ათასს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31,5%-ით მერია, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.

იზრდება თუ არა დანაშაული საქართველოში - პრემიერის სიტყვა პარლამენტში >>

დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა 24,07% შეადგინა, მაშინ როდესაც 2018 წლის იანვარ-თებერვალში 31,07% იყო.

გახშირებული ქურდობის ფაქტები: ნათია მეზვრიშვილმა მიზეზები დაასახელა

წლის პირველ ორ თვეში ყველაზე გავრცელებულია დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ (4,9 ათასზე მეტი). შემდეგ მოდის დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ (2 ათასზე მეტი). სამეულის ბოლოშია ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული (794).

შსს დანაშაულის სტატისტიკის ზრდას დანაშაულის აღრიცხვიანობის გაუმჯობესებით ხსნის.

რაც შეეხება დანაშაულის გახსნის დაბალ პროცენტს, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ვითარების გამოსწორების მიზნით შსს გამომძიებელთა სამსახურის რეფორმას ატარებს.